რუბრიკები
სამეგრელო-ზემო სვანეთის 111 სოფელს ინტერნეტით უზრუნველჰყოფენ
ა(ა)იპ “ოუფენ ნეტი” საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის ქსელის დაგეგმვას ასრულებს. პროგრამის ფარგლებში, საწყის ეტაპზე, ინფრასტრუქტურა მთელი საქართველოს მასშტაბით 10 რეგიონს მოიცავს და 473 წერტილში შეიქმნება. პროექტის ღირებულება დაახლოებით, 150 მლნ აშშ დოლარია. სამეგრელო-ზემო სვანეთში ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში 111 სოფელი მოხვდა. ესენია: ზუგდიდი - აბასთუმანი, ახალი აბასთუმანი, ახალსოფელი, ჯუმი, უჩაშონა, ჩხორია, ზედა ეწერი, ტყაია, გრიგოლიში, ინგირი, ოირემე, ჯიხაშკარი, ყულიშკარი, კორცხელი, ნაცატუ, ჩხოუში, ოდიში, დავითიანი, ოქტომბერი, ნაწულუკუ, რიყე, რუხი, შამგონა, ჭაქვინჯი, ჭკადუაში, ცაცხვი, ურთა. აბაშა - ძველი აბაშა, ნაესაკაო, განათლებისკარი, საგვაზავო, გაუწყინარი, ქოლობანი, მაიდანი, სამიქაო, სეფიეთი, სუჯუნა, წილორი, ცხემი, გაღმა ზანათი. ჩხოროწყუ - ახუთი, მონგირი, ჩხოროწყუ, ჯიმითი ხაბუნე, მოიდანახე, სარაქონი, ლესიჭინე, მერე ლესიჭინე, ჯუმითი, ლეწურწუმე, ლეგახარე, მუხური, ლედარსალე, ნაფიჩხოვო, მეორე ჭოღა, პირველი ჭოღა, ლეჯიქე, ქვედა ჩხოროწყუ, თაია, ზუმი. ხობი -გაღმა პირველი ხორგა, ბია, პირველი მაისი, საკვიკვინო, გამოღმა შუა ხორგა, ხეთა, ნოჩხონი, ნოჯიხევი, გამოღმა პირველი ხორგა, გიმოზგონჯილი, საბაჟო. მარტვილი -ლექაჩაიე, ბანძა, ლეპატარვე, დიდი ჭყონი, ლედგებე, ნამიკოლავო მეორე, ჟინოტა, გაჭედილი, დიდი ინჩხური, ლეციცხვაიე, ქვემო ხუნწი, კურზუ, ქალაქი მარტვილი, ქვემო ნაგვაზავო, ბობოთი, სერგიეთი, ნამიკოლავო პირველი, ვედიდკარი. სენაკი - ისულა, პირველი ნოსირი, ბატარია, გახომელა, ნოსირი, საოდიშარიო, წალენჯიხა - ჩქვალერი, ეწერი, ჯგალი, ლეკაკულე, ეწერი, ჯვარი, ფალური, მიქავა, ნაქიფუ, ობუჯი, სამესხიო, კუხეში, საჩინო. წალენჯიხa - ჩქვალერი, ეწერი, ჯგალი, ლეკაკულე, ეწერი, ჯვარი, ფალური, მიქავა, ნაქიფუ, ობუჯი, სამესხიო, კუხეში, საჩინო, წალენჯიხის რაიონული ცენტრი. მესტია - მესტია. პროექტი დასრულების შემდეგ 2000-მდე დასახლებულ პუნქტს მოიცავს და მისი მიზანი ინტერნეტქსელების ისეთ დასახლებულ პუნქტებში განთავსებაა, სადაც ინტერნეტპროვაიდერებს დღეს საკუთარი სერვისის მიწოდება არ შეუძლიათ.
Print