რუბრიკები
სტიქიამ სენაკში ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 293-ე კილომეტრზე ინტენსიური წვიმების შედეგად ადიდებულმა წყალმა დროებითი შემოსავლელი გზა გამორეცხა, რომელიც არსებული მილ–ხიდის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით იყო მოწყობილი. დაზიანდა იქვე გამავალი ცენტრალური მაგისტრალის ნაწილიც. ამ დროისათვის სტიქიისგან დაზიანებულ ობიექტზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მუშაობენ, რომლებიც შექმნილ ვითარებას სწავლობენ, რათა წყლის დონის დაწევისთანავე გზის აღდგენითი0 სამუშაოები დაიწყონ . დაწესებული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით ხორცილდება.
Print