რუბრიკები
ზუგდიდში სკოლა „Mini Boss” დაფუძნდა (ვიდეო)
დღეს ზუგდიდში, პირველ საჯარო სკოლაში საერთაშორისო ბიზნეს სკოლის „Mini Boss” პრეზენტაცია გაიმართა. მას მშობლები, მოსწავლეები და მასწავლებლები დაესწრნენ. „Mini Boss” დამფუძნებლებმა შეკრებილებს სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოაწოდეს. ზუგდიდში სკოლას ამ ეტაპზე 6-დან 15 წლამდე ასაკის 14-მდე მოსწავლე ჰყავს. აღნიშნულ სკოლაში სწავლა ფასიანია და გაკვეთილები კვირაში ერთხელ ჩატარდება. საქართველოში „Mini Boss” დამფუძნებლის ნაზი არონიას თქმით, სკოლის მიზანია მოსწავლეს დაეხმაროს აირჩიოს და დაეუფლოს იმ პროფესიას, რომლის ნიჭიც მას აქვს. „ეს არის სრულიად ახალი, განსხვავებული მეთოდიკა და განსხვავებული პროგრამა, რომელსაც მოსწავლეები განავითარებენ და შეისწავლიან სხვადასხვა ტურებით, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ“, - თქვა ნაზი არონიამ. „Mini Boss” - ი  ჯერჯერობით საქართველოს ორ ქალაქში - თბილისსა და ზუგდიდში ფუნქციონირებს.
Print