რუბრიკები
კისელი ვანილით
თქვენ დაგჭირდებათ ☛ • 500 მლ. რძე. • 1 ს.კ. კარტოფილის სახამებელი. • 1 ც. ვანილის ჩხირი. • 3 ს.კ. შაქარი. • 1 ს.კ. გახეხილი შოკოლადი. მომზადების წესი: ✔ ვანილის ჩხირი შუაზე გაჭერით და ამოაცალეთ შიგთავსი. ✔ სახამებელს ზემოდან დაასხით ნახევარი ჭიქა რძე და ძალიან ფრთხილად მოურიეთ, რომ რგოლები არ გაიკეთოს. ✔ დარჩენილი რძე ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ ვანილი (როგორც ჩხირი ისე შიგთავსი) და აადუღეთ, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს, ამოაცალეთ ვანილის ჩხირი და დაუმატეთ რძეში გახსნილი სახამებელი. ✔ დაუმატეთ შაქარი და ხარშეთ 2-3 წუთი, გამუდმებით ურიეთ. მზა კისელი გააციეთ, ჩამოასხით ჭიქებში და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი. გემრიელად მიირთვით
Print