რუბრიკები
ძლიერმა ქარმა ქალაქი ფოთი დააზარალა (ვიდეო)
ფოთში გამთენიისას ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსებს და კერძო სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანდა ელექტროსადენებიც, რის გამოც ენერგომომარაგება ქალაქის ნაწილს შეზღუდული აქვს. როგორც „ათინათს“ მერიიდან აცნობეს, უწყების შესაბამისი სამსახურები ამ დროისათვის ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. იმავე ინფორმაციით, ადგილობრივი მთავრობა ზარალს უახლოეს პერიოდში აანაზღაურებს.
Print