Error
რუბრიკები
რატატუი
ინგრედიენტები:
  • 3 ცალი დიდი ბულგარული წიწაკა
  • 2-3 ცალი პატარა ყაბაყი
  • 2 თავი ხახვი
  • 2-3 ცალი ბადრიჯანი
  • თითო ძირი ძირა და რეჰანი
  • 5 ცალი პამიდორი
  • გემოვნებით – ოხრახუში და მარილი
მომზადების წესი: სიგრძეზე ოთხად გაჭრილი ბადრიჯანი მსხვილად დაჭერით. ზეთში მოშუშეთ მრგვლად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი წიწაკა, მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ ყაბაყი და ბადრიჯანი, ნიორი, სუნელები და ჩაასხით 1/2 ჭიქა წყალი. ბოლოს ჩაუმატეთ კანგაცლილი და დაჭრილი პამიდორი, დაახურეთ ხუფი და შუშეთ ისევ 20 წუთის განმავლობაში. მიირთვით შემწვარ ხორცთან, თეთრ პურთან და წითელ ღვინოსთან ერთად.
Print