რუბრიკები
“ფეისბუქი” ქველმოქმედებისათვის ახალ ფუნქციას ამატებს
სოციალური ქსელი “ფეისბუქი”, მომხმარებლებს, ქველმოქმედებისათვის ფულის შეწირვის საშუალებას, სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტ სივრცეში მისცემს, – აღნიშნული ინფორმაცია, კორპორაციის ოფიციალურ ბლოგზე ვრცელდება. ამგვარად, მომხმარებლები, ღილაკზე დაჭერით, სასურველ საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის, სასურველი თანხის გადარიცხვას შეძლებენ. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ოდენობის თანხა შეგროვდა, ორგანიზაციის “ფეისბუქ გვერდზე”, სიახლეების სახით გამოჩნდება და მათ, ვინც ქველმოქმედებისათვის თანხა გაიღო, აღნიშნული სიახლის თავიანთ ფეისბუქზე გაზიარებაც შეეძლებათ. აღნიშნული სიახლის ტესტირებას, “ფეისბუქი” უკვე 37 არაკომერციულ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს.
Print