PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/veteranebi-mza.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავი სოფელ აბასთუმანში ღონისძიებით აღნიშნეს (video)
18:50 / 09.05.2013
ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავთან დაკავშირებით ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში გამართულ ღონისძიებაში რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან ედიშერ თოლორაიასთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
სამინისტროსა და გამგეობის აპარატის წარმომადგენლებმა ომში დაღუპული გმირის, გრიგოლ სხულუხიას მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ვეტერანებისთვის გამართულ ღონისძიებას მათთან ერთად დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა ზუგდიდის მუნიციპოალიტეტში მცხოვრებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა მიიღეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტიში სულ 40 ვეტერანი ცხოვრობს მათგან 17 დევნილია. გამგეობის სოციალური სამსახურის მთავარი სპეციალისტი ია ეხვაია აღნიშნავს,რომ გამგეობის სამსახური ვეტერანებს ყოველ წლიურად ასაჩუქრებს. მიმდინარე წელს,მათ სააღდგომოდ სასურსათო პროდუქტი გადაეცათ საჩუქრად, 9 მაისთან დაკავშირებით კი თითოეულმა მათგანმა 200 ლარის ოდენობის ფულადი საჩუქარი მიიღო.
9 მაისის მნიშვნელობაზე და ვეტერანთა მიერ გაწეულ ღვაწლზე ისაუბრა ვეტერანთა კავშირის თავმჯომარე შოთა თოდუამ.
მასალის გამოყენების პირობები