რუბრიკები
სალათი ცეზარი ქათმის ხორცითა და ბეკონით
შემადგენლობა : სალათის ფოთლები - 300 გრ პური - ნახევარი (სასურველია ერთი დღის პური ) ნიორი - 1 კბილი ზეითუნის ზეთი - 50 მლ ლიმონის წვენი - 1 ცალი ლიმონისგან კვერცხი - 1 ცალი ყველი "პარმეზანი" - 2 ს/კ მარილი - გემოვნებით შავი წიწაკა - გემოვნებით მომზადების წესი: სალათის ფურცლები შეინახეთ მაცივარში. დაჭერით პური პატარა კუბიკებად და გააშრეთ ღუმელში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. გაჭყლიტეთ ნიორი, ჩადეთ ზეთში და დატოვეთ 15 წუთით. ტაფაზე დააასხით 1 სუფრის კოვზი ზეთი და ჩადეთ ნიორი და შეწვით რამოდენიმე წუთის განმავლობაში, იმავე ტაფაზე შეწვით ორცხობილაც, სულ რაღაც 2 წუთის განმავლობაში. კვერცხი მოხარშეთ და დაჭერით ნაჭრებად. ხელით ”დაგლეჯილ” სალათის ფოთლებს დასასხით ზეითუნის ზეთი, დააამატეთ მარილი, წიწაკა, დააასხით ლიმნის წვენი. დაააყარეთ გახეხილი ყველი და კვერცხი. გემრიელად მიირთვით !

Print