PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/Untitled.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხობს ეწვია (video)
17:20 / 11.05.2013
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ხობის რაიონ, სოფელ პირველ მაისს ეწვია, სადაც ახლად აშენებული ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის, საეკლესიო კომფლექსი და საპატრიარქო რეზიდენცია მოინახულა. პატრიარქმა ასევე მონაწილეობა მიიღო კომპლექსში შემავალი წმინდა ცოტნე აღმსარებლის სახელობის სულიერ – საგანმანათლებლო ცენტრის რეზენტაციის გახსნის პრეზენტაციაში. პატრიარქთან ერთად იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, "ეს დღე მართლმადიდებელი ერისთვის ძალზე მნიშვნელოვიანი დღეა".
საეკლესიო კომპლექსის ქტიტორმა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ ხობის“ პრეზიდენტმა გოდერძი ბუკიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ტაძრის საძირკველი 2006 წელს ბზობის დღესასწაულზე, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აკურთხა, მშენებლობის პროცესში საეკლესიო კომპლექსი 2007 და 2009 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ორჯერ მოინახულა. პატრიარქის ვიზიტი სამეგრელოში 12 მაისს, ფოთის საკათედრო ტაძრის კურთხევით დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები