რუბრიკები
ინტერნეტში უიტნი ჰიუსტონის უკანასკნელი სიმღერა გავრცელდა
  21 მაისს ინტერნეტში უიტნი ჰიუსტონის სიმღერა ''celebrate'' გამოქვეყნდა, რომელიც ''American Idol''_ ის გამარჯვებულთან ჯორდინ სპარკთან ერთად ჩაიწერა.კომპოზიცია „Celebrate“ ფილმის „Sparkle“ საუნდთრექია. ფილმში მთავარი გმირი დამწყები მომღერალია, რომელსაც ჯორდინ სპარკსი თამაშობს; ჰუსტონი კი მისი დედის როლს განასახიერებს. სურათი გაქირავებაში 2012 წლის აგვისტოში გამოვა. უიტნის უკანასკნელი ალბომი რომელიც რიგით მეექვსე იყო, სახელწოდებით ''I Look To You'' 2009 წელს გამოვიდა.
Print