Error
რუბრიკები
ბულგარული წიწაკა სტაფილოთი
ინგრედიენტები:
  • 12 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1,2 კგ. სტაფილო
  • 2 დიდი თავი ხახვი
  • 5 ცალი მოზრდილი პამიდორი
  • ზეთი საჭიროებისამებრ
  • 2 ჩ/კ ძმარი
  • მარილი გემოვნებით
პირველი ეტაპი: გარეცხილ ბულგარულ წიწაკას მოვაჭრათ თავი და ამოვასუფთაოთ. მოვაყაროთ მარილი და ჩავალაგოთ ცეცხლზე შემომდგარ ზეთიან ქვაბში. დავუმატოთ 2 ჩ/კ ძმარი. წიწაკა ყველა მხირადნ დარბილებამდე შევწვათ დაბალ ცეცხლზე, ისე რომ ფერი უცვლელი დარჩეს. ამოვალაგოთ და გადმოვიღოთ ლანგარზე. მეორე ეტაპი: იმავე ქვაბში ჩავამატოთ ზეთი და მასში მოვათავსოთ კუბიკებად დაჭრილი ხახვი და სტაფილო. მოვშუშოთ და დავამატოთ გაფრცქვნილი პამიდორი (დაჭრილ მდგომარეობაში). ვშუშოთ სტაფილოს მოხარშვამდე. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ. მესამე ეტაპი: თითოეული შემწვარი ბულგარული წიწაკა კოვზით გავტენოთ ზეთიანი სტაფილოს, ხახვისა და პამიდვრის სოუსით. მიირთვით გაგრილების შემდეგ.
Print