Error
რუბრიკები
"ლაზიკა კაპიტალთან" დავაში მყოფმა პირებმა ზუგდიდის პროკურატურასთან აქცია გამართეს (video)
ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან აქცია გაიმართა აქციის მონაწილეეები აცხადენე, რომ ისინი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალის თაანშრომლის მანანა მიქავას მიერ მოტყუებულები არიან და საქმის ხელახალ გამოძებას ითხოვენ.  საქმის ხელახალ გამოძიებას 400-მდე დაზარალებული ოჯახი ითხოვს. ისინი აღნიშნული მოთხოვნით საქართველოს პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს მიმართავენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით მათ ლაზიკა კაპიტალის თანამშრმლებმა  მანანა მიქავამ და სოსო ზარქუამ 2008-2010 წლებში ლაზიკა კაპიტალიდან  სესხი გამოატანინეს, სანაცვლოდ კი დაჰპირდნენ, რომ  აკვაპარკის მშენებლობაზე დაასქამებდნენ, თუმცა მალევე 2011 წელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბიზნესმენი მანანა მიქავა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ კრედიტ-ოფიცერი სოსო ზარქუა თაღლითობაში ბრალდებულებად ცნო და თითოეულს  8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბანკი  გაცემული სესხის გადახდას  ამ ხალხისგან ითხოვს. როგორც დაზარალებულები ჩევნთანს საუბარში აცხადებენ ბანკის წარმომადგენლები მათ ოჯახებში უვარდებიან და სახლიდან სხვადასხვა სახის ქონება გააქვთ. დაზარლებულები და მათი ადვოკატი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზუგდიდის საოლქო პროკურორს ესაუბრნენ. პროკურატურაში მათ განუცხდეს, რომ საქმეზე განაჩენი უკვე დამდგარია და დაზარალებულებს შეუძლიათ  სარჩელით სამოქალაქო სასამართლოს მიმართონ. დაზარალებულთა ადვოკატი დემურ სოტკილავა აცხადებს, რომ საქმეში გამოვლენილი ახალი გარემოებების გათვალსიწინებით სამოქალაქო სასამართლოში საქმე უახლოეს მომავალში შევა.
Print