Error
რუბრიკები
მანგოს ნამცხვარი
მასალა ცომისთვის:
  • 2 კვერცხი
  • 50 გ შაქრის პუდრა
  • 50 გ ფქვილი
სხვა მასალა:
  • 3 ცალი მწიფე მანგო
  • 3 ჩ.კ. შაქრის პუდრა
  • 300 გ ფორთოხლის ჯემი
  • 1 ს.კ. ფორთოხლის ლიქიორი (სურვილისამებრ)
  • 2 ს.კ. თხლად დაჭრილი ნუში
  • ცხიმი ფორმისთვის
გააცხელეთ ღუმელი. წაუსვით ცხიმი ფორმას. კვერცხი და შაქრის პუდრა აურიეთ კრემისებური მასის მიღებამდე, შეურიეთ ფქვილი. ჩაასხით ცომი ფორმაში და აცხვეთ 175 გრადუსზე 15-20 წუთით. ოდნავ გააცივეთ და ამოიღეთ ფორმიდან. მანგო გათალეთ, გამოაცალეთ კურკა, დაჭერით თხელ, გრძელ ნაჭრებად. მოაყარეთ 2 ჩაის კოვზი შაქრის პუდრა. გააჩერეთ 10 წუთით. შემთბარი ფორთოხლის ჯემი გაატარეთ საცერში, დაუმატეთ ფორთოხლის ლიქიორი. მიღებული მასის ნახევარი წაუსვით ნამცხვარს, ზემოდან მოაწყვეთ მანგოს ნაჭრები და გადაუსვით დარჩენილი ჯემი. ნუში და 1 ჩაის კოვზი შაქრის პუდრა უცხიმოდ ოდნავ მოხალეთ. ნამცხვრის გვერდები მორთეთ მოხალული ნუშით.
Print