PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/hqdefault.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს შენობაში ათამდე დევნილმა შიმშილობა დაიწყო. დევნილებს სხვადსხსვა მოთხოვნები აქვთ. სარეთო საცხოვრებელში მცხოვრები დევნილი ქალბატონი მანანა ფურიძე ცერებრალური დამბლით დაავადებული ბასვისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევას ითხოვს.
საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს დევნილი ხვიჩა ქობალია, რომელიც ამჟამად ნათესავთან ცხოვრობს. დევნილები აცხადევბენ, რომ ყველა მათგანს სხვა პრობლემებთან ერთად საცხოვრებელი ფართის პრობლემაც აქვთ, მათივე განცხდაებით მაათან სასაუბროდ დევნილთა სამმართველოდან არავინ გამოსულა. იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ რომ შიმშილობას განაგრძობენ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიო „ათინათი“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პრესსამსახურის უფროსს ეკა გულუას ესაუბრა. მან რადიო „ათინათთან“ საუბარში განაცხადა, რომ საცხობრებელი ფართებით დაკმაყოფილება და გადანაწილება ღია პროცესია, რომელშიც ყვლეა მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება.
„როგორც კი დედაქალაქის ან რომელიმე რეგიონის ტერიტორიაზე გამოჩნდება საცხოვრებელი ფართი ეს ინფორმაცია ხდება საჯარო და დევნილები ავსებენ დოკუმენტს და მათი გადანაწილება ხდება მათ მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისად, პროცესი აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალეა-,“აცხადებს ეკა გულუა.
გულუამ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად საცხოვრებელი ფართების გადანაწილების პროცესი იმერეთში მიმდინარეობს. იგივე პროცესი ზუგდიდში დაგეგმილი საცხოვრებელი კორპუსების აშენების შემდეგ დაიწყება და ყველა დევნილი საცხოვრებელ ფართს კრიტერიუმების მიხედვით მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები