Error
რუბრიკები
ბოსტნეულის მარტივი სალათა
შემადგენლობა:
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 3 ცალი საშუალო ზომის პამიდორი
  • 1 დიდი კიტრი
  • 6-7 დიდი ზომის სალათის ფოთოლი
  • 2 მოხარშული კვერცხი
  • 1 ცალი მომცრო ზომის წითელი ბულგარული წიწაკა
  • მაიონეზი გემოვნებით
  • წიწაკა/მშრალი აჯიკა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
დაჭერით გარეცხილი მწვანილი, პამიდორი, კიტრი, მოხარშული კვერცხი (პატარა კუბებად), ბულგარული წიწაკა. ეს ყველაფერი მოათავსეთ ჯამში; გემოვნებისამებრ მოასხით მაიონეზი, მოაყარეთ მშრალი აჯიკა ან წვრილად დაჭრილი მწვანე წიწაკა, ამოურიეთ და ბოლოს მოაყარეთ მარილი. გემრიელად მიირთვით!
Print