Error
რუბრიკები
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები საკუთარ სახლებში გადაასვენეს
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები თბილისიდან,  საკუთარ სახლებში გადაასვენეს - კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, სერჟანტი ზვიად დავითაძე - სამტრედიის რაიონის სოფელ კვირიკეთში და ვლადიმერ შანავა - წალენჯიხაში. მათ მომავალ კვირაში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების პანაშვიდი თბილისში, ქაშვეთის ეკლესიაში გუშინ გაიმართა. პანაშვიდი რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაღუპულთა ხსოვნას  რიგითმა მოქალაქეებმა,  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ხელმძღვანელობამ მიაგო პატივი .
Print