PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/loraaaaaaaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ორულუს მოსახლეობა საძოვრების გასხვისების ფაქტს აპროტესტებს (video)
19:23 / 17.05.2013
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულუს მოსახლეობა საძოვრების გასხვისების ფაქტს აპროტესტებს. როგორც ადგილობრივები მედიასთან საუბარში ყვებიან მათ მამაპაპისეულ მიწისნაკვეთებს მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენი ვინმე ზური გვილავა უკანონოდ ართმევს. დილიდან მოსახლეობა საძოვრებეთანაა შეკრებილი და გვილავას მიერ გამოგზავნილ ტექნიკას ამ ტერიტორიაზე მოხვნითი სამუშაოების ჩატარების უფლებას არ აძლევეს.
მოსახლეობის თქმით სოფელში მათთვის შემოსავლის ერთერთი წყარო სოფელში სწორედ ამ საძოვრების არსებობაა და თუ საძოვრები გასხვისდება მაშინ, იძულებულნი შეიქმნებიან მსხვილფეხა რქოსანი საქონელი გაყიდონ, ეს კი სოფელს ემიგრაციის საფრთხეს შეუქმნის, აღნიშნავენ რადიო „ათინათთან“ საუბარში სოფლის მკვიდრები.
ადგილობრივები მთავრობისგან მიწის ნაკვეთის მოსახლეობისთვის გადაცემას ითხოვენ, როგორც თავად ყვებიან ამისთვის მზად არიან სახელმწიფოს გარკვეული თანხა გადაუხადონ.
ბიზნესმენ ზური გვილავას წარნმომადგენლები თავის მხრივ აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხვნითი სამუშაობის შესრულების უფლბას მათ დოკუმენტი აძლევთ რომლიც ადასტურებს, რომ ზური გვილიამ 2013 წლის მარტის თვეში სფელ ორულუში 32 ჰექტარის ოდენობის მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაიფორმა.
მასალის გამოყენების პირობები