Error
რუბრიკები
"ცოცხალი ბიბლიოთეკა"-აქცია ნიკოსეულ სასახლესთან (video)
ზუგდიდში ნიკოსეულ სასახლესთან ახალგაზრდებმა "ცოცხალი ბიბლოთეკა" მოაწყვეს. ღონისძიება ასოციაცია „ათინათში“ არსებული ახალგაზრდული ცენტრის „ორტუსის“ მიერ იყო ორგანიზებული. ცოცხალი წიგნების სახით წარმოდგენილი კლუბის წევრი ახალგაზრდები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მსმენელისთვის ერიხ მარია რემარკის, ოსკარ უაილდის, პაულო კოელიოს, ნოდარ დუმბაძისა და სხვა მწერლების ნაწარმოებებს აცოცხლებდნენ. ახალგაზრდები ცდილობდნენ მსმენელისთვის აეხსნათ, თუ რით არის ესა, თუ ის ნაწარმოები საინტერესო და რატომ არის მისი წაკითხვა აუცილებელი. ახალგაზრდულ ცენტრ „ორტუსის“ ლიდერი სალომე გუგუჩია რადიო „ათინათთან“ საუბარში ახცადებს, რომ ღონისძიების მიზანი მოზარდებში წიგნიერების დონის ამაღლებაა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი გულუა მიიჩნევს, რომ ღონისძიების მიზანი გამართლდა და აქციაში მონაწილეობა საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მიიღო.
Print