Error
რუბრიკები
ბანანის მაფინები
ინგრედიენტები:
  • 1½ ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი (გამაფხვიერებელი)
  • 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
  • ½ ჩაის კოვზი მარილი
  • 3 ცალი დიდი ზომის ბანანი
  • ¾ ჭიქა შაქარი
  • 1 ცალი კვერცხი
  • ⅓ ჭიქა დამდნარი კარაქი
1) გააცხელეთ ღუმელი 175°C-მდე (350F). მაფინების საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდის ფორმები. ერთად გაცერით ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა და მარილი.
2) ჯამში ჩაჭყლიტეთ ბანანები; ჩაუმატეთ შაქარი, კვერცხი და მოურიეთ. შემდეგ ჩაუმატეთ დამდნარი კარაქი და კვლავ მოურიეთ. ბოლოს ჩაუმატეთ ფქვილის მშრალი მასა და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. 3) მიღებული მასა გადაანაწილეთ ფორმებში (შეავსეთ თითოეულის 2/3) და აცხვეთ 25-30 წუთი (მინი მაფინები კი ცხვება 10-15 წუთში). გამომცხვარი მაფინები უკან უნდა ამოიბურცოს ზევიდან თითის მსუბუქად შეხების შემდეგ.
Print