PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/pexburtiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii-mzaaaaaaaaaaa.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" პრემიერ მინისტრს დახმარების თხოვნით მიმართვას (video)
17:08 / 20.05.2013
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ წარმომადგენლობა საქართველოს პრემიერ მინისტრ, ბიძინა ივანიშვილს განცხადებით მიმართავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული საფეხბურთო კლუბი საქართველოს ერონულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე ყველა სახელმწიფო-საბიუჯეტო კლუბების მიმართვას უერთდება, რომლებიც ყველა კლუბის თანაბარ პირობებში დაფინანსებას მოითხოვენ.
„მოგეხსებათ, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის კლუბების უმრავლესობა მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, საფეხბურთო კლუბების წლუირი დაფინასება არ არის ერთნაირი და მას კონკრეტული რეგიონის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის ფეხბურთისადმი სიყვარული და გულშემატკივრობის ხარისხი განაპირობებს. კლუბებზე გამოყოფილი თანხების ოდენობა რადიკალურად განსხვავებულია და ხშირ შემთხვევაში არსებობისთვის აუცილებელ ხარჯებს არ შეესაბამება. გთხოვთ აღნიშნული პრობლემით დაინტერესდეთ , რათა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ყველა კლუბისთვის სახელმწიფო სუბსიდირების ერთიანი სისტემა იქნეს შემუშავებული,“-აღნიშნულია განცხადებაში
სახელმწიფო სუბსიდირების თანაბარი სისტემის შემუშავების ინიციატივას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უჭერს მხარს.
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ წარმომადგენლები გუნდში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას.
მათი განცხადებით გუნდს მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან 700 000 ლარი გამოეყო, აღნიშნული თანხიდან დავალიანების სახით არსებული 220 000 ლარის დაფარვის და მაისის თვის ხელფასის გაცემის შემდეგ გუნდის ბიუჯეტი განულდება.
ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატის ახალ სეზონს კი გუნდი საარსებო თანხების გარეშე ხვდება.
მასალის გამოყენების პირობები