PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/aqcia-mza.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

უწყლოდ დარჩენილმა რიყის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა (video)
19:02 / 21.05.2013
სოფელ რიყის ცენტრში რამდენიმე ათეული ადამიანი წყლისა და გაზის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით შეიკრიბა. ადგილობრივები მედიასთან საუბარში აცხადებენ, რომ რიყეში 150 ოჯახი ნოემბრის თვის შემდეგ სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. იგივე პრობლემა აქვს ახლო მდებარე 5 სოფელსაც. მანიფესტანტები განმარტავენ, რომ წყალმომარაგების სისტემიდან მილების ამოღების პროცესი დეკემბრის თვეში დაიწყო. ადგილზე მომუშავე პირები კი აცხადებენ, რომ პროცესი ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“ წარმომადგენლის ლალი ანთიას ინიციატივით ხორციელდებოდა.
რიყის მაცხოვრებელი ამირან ვეკუა რადიო „ათინათთან“ საუბარში აცხადებს, რომ ადგილზე ამოღებული მილები ზედაეწერის პოლიციის განყოფილებაში ინახება, აღნიშნულ საკითხზე კი სისხლის სამართლსის საქმეა აღძრული, თუმცა საქმეს მსვლელობა ამ დრომდე არ მისცემია.
აქციაზე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია, რომელმაც განაცხდა, რომ მათი სამსახურის მიერ რიყეში ორი ჭაბურღილის მოწყობა იგეგმება, რომელიც 30 ოჯახს მოამარაგებს, თუმცა მოსახლეობა ამის წინააღმდეგია, რადგან აქამდე არსებული წყალმომარაგების სისტემით სოფელში 150 ოჯახი სარგებლობდა.
ქობალია დასძენს, რომ სოფლში წყალმომარაგების აღდგენის საკითხი კომპეტენტურ სამსახურებში უკვე დაყენებულია, მილების საკითხზე კი გამოძიება მიმდინარეობს.
აღნიშნულ ბრალდებას მედიასთან საუბარში ლალი ანთია უსაფუძლოს უწოდებს და დასძენს, რომ 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან მისი სახელის დაკავშირება ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.
მასალის გამოყენების პირობები