Error
რუბრიკები
დარჩელის მაცხოვრებლები წყლის ცისტერნის მოჭრას და გაყიდვას აპროტესტებენ (video)
დარჩელში ე.წ კიროვის უბანში ადგილობრივებმა წყლის მიწოდების აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა წყლის 50 ტონიანი ცისტერნის მოჭრა გააპროტესტა. აქციის მონაწილეების განცხადებით ცისტერნა 2 თვის წინ მოიჭრა და ერთ დღეში გაიყიდა. მათივე ინფრომაციით წყლის ავზის მოჭრა და გაყიდვა ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“ წარმომადგენლის ლალი ანთიას ორგანიზებით და გამგეობის სამსახურის თანხმობით მოხდა. ადგილობრივები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. თავის მხრივ გამგეობის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ბიუროს ხელმძღვანელი მაია ღურწკაია აღნიშნავს, რომ  წყლის ავზი გამგეობის ბალანსზე არ ირიცხებოდა, „გამგეობა არ არის კომპეტენტური გასცეს რაიმე განკარგულება, ესეთი სახის  სიტყვიერი თუ წერილობითი განკარგულება გამგეობიდან არ გაცემულა,-“აცხადებს მაია ღურწკაია ბრალდებას აბსურდულს უწოდებს ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“ წარმომადგენლი ლალი ანთია და აღნიშნავს, რომ ცისტერნის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.
Print