Error
რუბრიკები
სოფელ პალურში უწყლოდ დარჩენილმა მოსახლეობამ აქცია გამართა (video)
წყლით მომარაგების გარეშე დარჩენილმა წალენჯიხის რაიონის სოფელ პალურის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. უკვე მეექვსე თვეა სოფელ პალურის 150-მდე ოჯახს წლის მიწოდება შეუწყდა. ადგილობრივების განცხადებით წყლის მილების ამოღების გამო სოფლის უმთავრესი ნაწილი უწყლოდ არის დარჩენილი, გვალვის პერიოდში კი ოჯახებში წყალი არტეზიულ ჭებშიც შრება და სოფელი ფაქტიურად უწყლოდ რჩება. იმის შესახებ თუ ვინ ამოიღო წყლის მილები სოფლის მაცხოვრებლები ინფორმაციას არ ფლობენ. მისახლეობა წყლის მიწოდესის აღდგენის მოთხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართავს და მილების ამოღების საქმის გამოძიებას შესაბამისი ორგანოებისგან ითხოვს.
Print