PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/damoukidebloma-mza.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.
26 მაისი ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა სულის მოხსენიებით დაიწყო. ქალაქის ყველა მოქმედ ტაძარში პანაშვიდი 12 საათზე გაიმართა. ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მალხაზ ჭანტურია რადიო „ათინათთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ტაძარმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ქალაქს საზეიმო ზარების რეკვით ამცნო.
26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდის ცენტრალურ ხეივანში ხალხური რეწვისა და ოსტატების ნამუშევრების, ასევე ძველი ზუგდიდის ამსახველი ფოტოების გამოფენა მოეწყო. აქვე ზუგდიდის სამხატვრო სკოლის ოცდაათი აღსაზრდელი თავისუფალი საქართველოს თემაზე ნამუშევრებს შექმნის.
ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე მსურველებს საშუალება ეძლევათ ყვავილებისა და წიგნების გამოფენა დაათვალიერონ. სხვადასხვა ღონისძიებები იმართება სპორტის მოყვარულთათვისაც. აქვე შესაძლებელია ჭადრაკში ერთდროული თამაშის სეანსის დასწრება, რომელსაც ზუგდიდელი მოჭადრაკე მადონა ბოკუჩავა უძღვება.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ზუგდიდში ადგილობრივი და მოწვეული მომღერლებისა და შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით გამართული გალა კონცერტით და საზეიმო ფეირვერკებით დასრულდება. კონცერტი 19 :00 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები