PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/merabi-mza.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

26 მაისს ზუგდიდის ერთ-ერთ პარკში საზოგადო მოღვაწის, მერაბ კოსტავას ბიუსტი დაიდგა. ბიუსტის გახსნა ორგანიზატორებმა სიმბოლურად საქართველოს დამოუკიდებლობისა და საზოგადო მოღაწის დაბადების დღეს დაამთხვიეს. პარკს სადაც ძეგლი განთავსდა მერაბ კოსტავას სახელი მიენიჭა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბიუსტის დადგმის ინიციატორი საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლაშა ქობალიაა. ძეგლის ავტორი მოქანდაკე ბადრი სხულუხიაა.
"დაიცავი საქართველოს" წევრმა კახა მიქაიამ დადებითად შეაფასა ზუგდიდში ადგილობრივი მთავრობის მიერ მერაბ კოსტავას ბიუსტის გახსნა და აღნიშნა, რომ იგი მოყვასისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის სიმბოლოა.
ძეგლის ავტორმა მერაბ სხულუხიამ ზუგდიდელებს მადლობა გადაუხადა ამ ფაქტის სათანადო აღნიშვნისთვის.
მასალის გამოყენების პირობები