PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/ATPMZA.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

სამეგრელოს სოფლებში "ათპ"-ს წინააღმდეგ ბრძოლა გრძლდება (video)
16:54 / 27.05.2013
ამერიკულმ თეთრ პეპელასთან ინტეგრირებული ბრძოლის მეთოდების დანერგვასთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
გალის რაიონის მოსაზღვრე სამეგერლოს რამდენიმე სოფელში "ათპ"-სთან ბრძოლის საპილოტე პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გასული წლიდან ახორციელებს.
საპილოტე პროექტმა გასულ წელს სამეგერლოს რეგიონის სოფლებში დაახლოებით 700 ჰექტრამდე ტერიტორია მოიცვა.
საკარანტინო მავნებელის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერგრირებული მეთოდების სამი კომპონენტის ფარგლებში ადგილობრივ დონეზე თემის მობილიზაცია, ინფორმირებულობის გაზრდა, ტექნიური დახმარება, სოფლის მოსახლეობისთვის შესასხურებელი აპარატებისა და ბიოლოგიურ პრეპარატ დიპელის დარიგება მოხდა. პროექტის ავტორების განცხადებით საპილოტე პროგრამამ ძალიან კარგი შედეგი აჩვენა, საგრძნობლად შემცირდა საკარანტინო მავნებლის გავრცელების კერა, რაც ბიოლოგიური პრეპარატის დამსახურებაა, რომლის მოქმედების ვადა 4 დღიანია და სრულიად უსაფრთხოა შინაური ცხოველებისა თუ ფრინველებისთვის.
მიმდინარე წელს პროექტი გაცილებით მეტ სოფელს მოიცავს და სამუშაო ტერიტორია დაახლოებით 2000 ჰექტრამდე გაიზრდება. პროექტის განხორცილებაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს სოფლის მეუნრეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახური. ამჯერად სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები სოფლის რწმუნებულებისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის წარმომადგენლებისთვის 5 დღიან ტრენინგს მართავენ. გასულ კვირას მსგავსი ტრენინგის ხურჩაში ჩატარდა სადაც პროექტის ფარგლებში ოპერატორები გადამზადდა, რომლებიც სოფლის მოსახლეობას ინტეგრირებული მეთოდის გამოყენებაში დაეხმარებიან. სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსის განცხადებით მომავალში პროგრამა საქართელოს სხვა რეგიონებზეც გავრცელდება.
მასალის გამოყენების პირობები