PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/gamchvirvalobaaa-mzaaa.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ზუგდიდში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ შემუშავებულ კანონპროექტზე იმსჯელეს (video)
21:20 / 27.05.2013
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ შემუშავებულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს საერთაშორისო გამჭვირვალბა საქართველოს და არასამთარობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს.
საერთაშორისო გამჭვირვალობის თბილისის ოფისის წარმომადგენელი გიგი ჩიხლაძე აღნიშნავს, რომ ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტში განიხილება და მისი ცოდნა აუცილებელია საზოგადოებისთვის, რადგან კანონპროექტი ცალსახა არ არის და შეიძლება შეიცავდეს წინააღმდეგობრივ მომენტებს.
“კანონპროექტის მთავარი ტენდენცია საზღვრის გადაკვეთის ლიბერალიზაციაა, თუმცა აღნიშნული ლიბერალიზაცია მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრების გადაკვეთას ეხება, დანარჩენი საზღვრების გადაკვეთა კი კვლავ მკაცრად დასჯადი რჩება“,-აღნიშნავს ჩიხლაძე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელი მალხაზ ჭკადუა განმარტავს, რომ საზოგადოებაში ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დონე ძალიან დაბალია, ამის მიზეზად კი მედიის მხრიდან აღნიშნული საკითხით ნაკლებად დაინტერესებას მიიჩნევს.
შეხვედრა დისუკუსიის რეჟიმში ჩატარდა და მოსახლეობამ კანონპროექტთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები გამოთქვა.
მასალის გამოყენების პირობები