Error
რუბრიკები
მაყვლის ღვეზელი
ინგრედიენტები: ფქვილი 2-2.5 ჭ მარგარინი 130 შაქარი 2/3 ჭ კვერცხის გული 2 სოდა 1/2 ჩ.კ, ძმრით ვანილი მაყვლის ჯემი 1 ქილა მომზადების წესი: შაქარი და მარგარინი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გულები, მარილი, ვანილი, სოდა ძმრით, ფქვილი და მოვამზადოთ ცომი, რომელიც ხელს არ ეკრობა. საჭიროების შემთხვევაში ცოტა ფქვილი დავუმატოთ. ცომის 3/4 ჩავდოთ ფორმაში, ზედ გადავანაწილოთ ჯემი, ზემოდან კი გავაფორმოთ დარჩენილი ცომით. ღვეზელი შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ, სანამ არ მიიღებს ოქროსფერს. მიირთვით გემრიელად!
Print