Error
რუბრიკები
ზუგდიდში მერაბიშვილისა და ახალაიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა (video)
ზუგდიდში ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები 13:00 საათზე ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეგროვდნენ და 14:00 საათზე  საოლქო პროკურატურის შენობასთან გადაინაცვლეს. აქციას სამეგრელოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული "ნაციონალური მოძრაობის" დაახლოებით 50-მდე მხარდამჭერი ესწრებოდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ივანიშვილის პირადი პატიმრების გათავისუფლებაა. მისივე განცხადებით მერაბიშვილის დაკავება შერჩევითი სამართლის საფუძველზე განხორცილედა და ადამიანი, რომლის სახელსაც არაერთი რეფორმა და კრიმინალისგან ქვეყნის გათავისუფლება უკავშირდება ციხეში არ უნდა იჯდეს. "არ შეიძლება რეფორმატორი იჯდეს ციხეში და კრიმინალი ბოგინობდეს",-განაცხადა რადიო "ათინათთან" საუბარში აქციაზე სენაკიდან ჩამოსულმა რაჯი ფოჩხუამ. მან ასევე აღნიშნა, რომ ადამინები, რომლებიც დღეს ციხეში სხედან ქართული სახელმწიფოებრიობის ფუძემდებელნი არიან. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული მდუმარე აქცია პროკურატურასთან დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.
Print