PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/zugdidi.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ფასების ხელოვნურად გაზრდის გამო სამეგრელოში 7 სასოფლო-სამეურნეო მაღაზია დაჯარიმდა (video)
21:04 / 29.05.2013
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ხემძღვანელმა დავით კიკნაძემ ზუგდიდის სასოფლო-სამეურნეო მაღაზიები დაათავალიერა.
საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქონლის და ინვენტარის სარეალიზაციო 884 პუნქტია გახსნილი, მათგან 59 სამეგრელოს რეგიონში, ხოლო 19 ზუგდიდში.
ფერმერებს ბარათების საშუალებით სასოფლო სამეურნეო ინვენტარის და საქონლის მიღება შეუძლიათ. ზუგდიდში არსებული 19 მაღაზიის მონიტორინგი დღეს პროექტის ხელმძღვანელთან ერთად მონიტორინგის ჯგუფის უფროსმა ლევან მერებაშვილმაც ჩაატარა.
პროექტის ფარგლებში დადგენილი ზღვრული ფასის მომატების ფაქტზე სამეგრელოს მასშტაბით რამდენიმე მაღაზია დააჯარიმეს-, აღნიშნა დავით კიკნაძემ.
ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო მაღაზიის თანამშრომელი იზოლდა აფშილავა აღნიშნავს, რომ მაღაზიაში საქონელზე ხელშეკრულებით დაწესებული ფასები მინიმალური და ყველასთვის მისაღებია.
მაღაზიებში აღმოჩენილ ფასნამატთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით 129 მაღაზია დაჯარიმდა.
მასალის გამოყენების პირობები