PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/kkkk.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ზუგდიდში დღეს მეგრული ენის დღე აღნიშნეს, ღონისზიების ინიციატორების განცხადებით ღონისძიების მიზანს მეგრული ენის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
„სამწუხაროდ დღეს-დღეისობით მეგრული ენას გაქრობა ემუქრება, მოძრაობა "სამეგრელოს" წარმომადგენლებმა სამი თვის წინ თხოვნით მიმართეს პარლამენტს, რომ შექმნილიყო ქართველურ ენათა დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც თავის მხრივ შექმნიდა სპეციალურ კომისიას რომელიც შეიმუშავებდა ენის გადარჩენის პროგრამას; სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა-,“ აღნიშნავს მოძრაობა "სამეგრელოს" დამფუძნებელი ზურაბ კვარაცხელია.
მეგრული ენის დღე ცნობილი ენათმეცნიერის მამენტი ძაძამიას დაბადების დღეს დაემთხვა, როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მამენტი ძაძამიამ აღნიშნა, „მეგრული ენის დღე უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რადგანაც მეგრული ენა გამოირჩევა იმით, რომ ის ძველკოლხურ დიდებას მოიცავს.„
დღევანდელ ღონისძიებას ზუგდიდის სხვადასხვა სოფლიდან მოწვეული პოეტები და ენათმეცნიერები ესწრებოდნენ, შეხვედრა ზუგდიდის ვეტერანთა გუნდის „ოდიშის“ მომღერლებმა მეგრულ აფხაზური სიმღერების შესრულებით გახსნეს.
მასალის გამოყენების პირობები