Error
რუბრიკები
ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზა მოლაპარაკების შედეგად გაიხსნა (video)
ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზა,რომელიც გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრებმა დილით გადაკეტეს,ამ დროისთვის გახსნილია. ოჯახთან მოლაპარაკებაზე იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარო პოლიციის უფროსის მოადგილე კობა კირთაძე, ზუგდიდის პოლიციის უფროსი და  ანაკლიის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მოლაპარაკების შედეგად,აბულაძის ოჯახის წევრებთან შეთანხმება შედგა, რომ 10 დღის ვადაში შედგება შეხვედრა შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. შეგახსენებთ, რომ გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრებმა დღეს ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზა გადაკეტეს, ისინი აბულაძის გაუჩინარების საქმის დროულად გამოიძიებას ითხოვენ. გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს გაუჩინარდა. როგორც დედა,ცინარა აბულაძე  მედიასთან საუბარში აცხადებს, მისი შვილი წინა ხელისუფლების დროს, უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების დავალებით გადავიდა აფხაზეთში და მას შემდეგ არავის უნახავს. გაუჩინარებულის მამა აცხადებს, რომ მისი შვილის დაკარგვის დეტალები მალხაზ პაჭკორიასთვის არის ცნობილი, ამის შესახებ გოგიტა აბულაძემ გაუჩინარებამდე დატოვებულ წერილშიც აღნიშნა, აცხადებს სერიოჟა აბულაძე.
Print