Error
რუბრიკები
"ალიანსის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები მოიჭრა (video)
ზუგდიდში შ.პ.ს "ალიანსის" საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდინარე ჩხოუშიას გასწვრივ გაშენებული სწრაფად მზარდი ალვის ხეების მოჭრა დღეს დილიდან დაიწყო. როგორც ადგილზე მომუშავე პირები აცხადებდნენ ხეების მოჭრა გამგეობის მიერ გაცემული სპეციალური ბრძანების საფუძველზე განხორციელდა. შ.პ.ს „ალიანსის“ დირექტორი ალეკო ჩახაია ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გაშენებული ხეების ტოტები მაღლა გაყვანილ მაღალი ძაბვის ელექტრო სადენებს ეხებოდა და ამიტომ ხშირად ავარიული სიტუაცია იქმნებოდა. არსებული პრობლების გათვალისწინებით კომუნალურმა სამსახურმა ხეები გასულ წელს 2 მეტრის სიმაღლზე გადაჭრა, თუმცა ხეებს ფუღუროები გაუჩნდა, რის გამოც მათი ამოძირკვის საჭირობა გაჩნდა. „ალიანსის“ დირექციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურს შესაბამისი განცხადებით მიმდინარე წლის 14 თებერვალს მიმართა, ნებართვის შესახებ პასუხი კი მხოლოდ მაისის თვის ბოლოს მიიღო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე გიორგი თოდუა აცხადებს, რომ ყოველი მსგავსი საკითხი გამგეობაში სპეციალური კომისიის მიერ განიხილება. ამ კონკრეტულ შემთვევაში კი ხეების მოჭრის გადაწყვეტილება ექსპერტების დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული. ამოძირკვული ხეების ადგილზე კი კეთილმოწყობის სამსახური დაბალი ჯიშის ხეებს უახლოებს მომავალში დარგავს.
Print