Error
რუბრიკები
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბოტანიკურ ბაღში (video)
პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში კონცერტი და გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონიძიება ასოციაცია „ათინათის“ პროგრამის „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში გაიმართა. კონცერტზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ეძლეოდათ თექაზე შესრულებული ჩანთები შეეძინათ. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის კოორდინატორმა ლალი გაბისონიამ აღნიშნა, რომ გამოფენა-გაყიდვისგან შემოსული თანხის ნაწილი  სენაკის ბავშთა სახლს გადაერიცხება, ნაწილი კი სხვადასხვა სკოლების ინიციატივების განხორციელებას მოხმარდება. ღონისძიების დასასრულს ვიქტორინა სახელწოდებით “რა ვიცით ბავშვების შეასახებ„ გაიმართა.
Print