Error
რუბრიკები
ზუგდიდში ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულმა ხემ საავტომობილო გზა ჩახერგა
ზუგდიდში უეცრად მოვარდნილი ძლიერი ქარიშხლისა და წვიმის შედეგად მრავალწლოვანი ნაძვის ხე წაიქცა. შემთხვევამ   რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მიმოსვლის  შეფერხება გამოიწვია. წაქცეულმა ნაძვმა მესხიის ქუჩა ჩახერგა. ამ წუთებში ზუგდიდის საგანგებო სიტუაციათა სამსახური ადგილზე სავალი გზის გასათავისუფლებლად შესაბამის სამუშაოებს ატარებს. ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თამაზ უბილავა რადიო "ათინათთან" საუბარში აცხდებს, რომ მესხიას ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები მალე დასრულდება და საავტომობილო გადადგილება აღდგება.
Print