Error
რუბრიკები
ახლობლების თქმით: ზუგდიდიდან- ქუთაისის ციხეში გადაყვანილ პატიმრებს ლიკვიდაცია ემუქრებათ (video)
ზუგდიდის #4 საპყრობილიდან ორი კვირის წინ ქუთაისის ციხეში გადაყვანილი სამი პატიმრის ახლობლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. დიმიტრი თოლორაია, გიგა ინალიშვილი და ლევან ეჯიბია სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის 26 მარტს ნარკოტიკული საშუალებისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. პატიმრების ოჯახის წევრები აცხდაებენ, რომ დაკავებულების სიცოცხლეს ქუთაისის ციხეში საფრთხე ემუქრება, და მათ ზუგდიდის ციხეში გადმოყვანას ითხოვენ. მათივე ინფორმაციით სამივე მსჯავრდებულმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო და ხელები მაგიდაზე დაიჭედა.ახლობლები მთავარ პროკურორთან ვალერიან იოსავასთან ითხოვენ შეხვედრას. მათივე განცხადებით ერთ-ერთი დაკავებულის ლევან ეჯიბიას საცხოვრებელი სახლის ეზოში ანონიმური წერილი იქნა ნაპოვნი, სადაც ანონიმი იტყობინება რომ ქუთაისის ციხეში თოლორაიას, ეჯიბიასა და ინალიშვილის ლიკვიდაცია იგეგმება. პატიმართა ოჯახის წევრები ბრალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე გიგა ზესაშვილს სდებენ და აცხადებენ, რომ პატიმრები უკანონოდ არიან დაკავებულები, მათი იზოლირებით კი სწორედ ზესაშვილია დაინტერესებული. პროკურორთან სასუბროდ დიმიტრი თოლორაიას დედა და ადვოკატი იყვნენ შესულები. როგროც თოლორაიას დედამ განაცხადა მას 6 თვეა შვილის ნახვის უფლებას არ აძლევენ. დღესვე პატიმრის ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა პროკურატურას სააპელაციო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართა. პატიმართა მშობლები მათი მოთხოვნების გაუთვალსიწინებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.
Print