Error
რუბრიკები
კოლხიდაში დევნილების 8 სულიან ოჯახში ქვეწარმავალი აღმოაჩინეს (ვიდეო)
სოფელ კოლხიდის ცენტრში ჟვანიების 8 სულიან ოჯახში ოთახში ქვეწარმავალი იპოვეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გველმა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ფანჯრიდან შემოაღწია. ჟვანიების ოჯახში 6 მცირეწლოვანი ბავშვია. ოჯახი აფხაზეთიდან არის დევნილი და უკვე 19 წელია კოლხიდის ცენტრში მდებარე შენობაში ცხოვრობს.  შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობებია შექმნილი. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. დიასახლისი აზა ხორავა აცხადებს, რომ პირობების უქონლობის გამო ბავშვები სკოლაში კვირაში მხოლოდ რამდენჯერმე, მონაცვლეობით დადიან. მისივე განცხადებით ადგილზე ხშირია ქვეწარმავლების გამოჩენა. ჟვანიების ოჯახში იმყოფებოდა  აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში ჯემალ გოგოხია, რომელმაც აღნიშნა, რომ ადგილზე საცხოვრებელ სახლში დეზიმფექცია ჩატარდება, ხოლო ოჯახის დასახმარებლად სპეციალური ზომები იქნება მიღებული. მოგვიანებით ადგილზე ვითარების გასაცნობად აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მივიდა, რომელმაც აღნიშნა რომ ოჯახს რთულ პირობებში უხდება ცხოვრება, ამიტომ აუცილებლად სასწრაფო ზომები იქნება მიღებული, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახის სხვაგან გადასახლებას ან არსებობისთვის ადგილზე შესაბამისი პირობების შექმნას.
Print