PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/mzaaa-baq.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

დავით ბაქრაძე ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისს სტუმრობს (video)
18:46 / 06.06.2013
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე საქმიანი ვიზიტით ეწვია. შეხვედრას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ზუგდიდში ლევან კონჯარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი თენგიზ გუნავა და ფრაქციის სხვა წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.
დავით ბაქრაძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ფრაქციის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დაკავების შემდეგ პარტია მუშაობის სპეციფიკურ რეჟიმზე გადავიდა. შესაბამისად პარტიის მომავალი სამოქმედო გეგმის შესახებ შეხვედრები ყველა რეგიონულ ოფისში ტარდება.
ბაქრაძემ ასევე კომენტარი გააკეთა თენგიზ გუნავას პროკურტურაში დაბარების საკითხზე და განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლების მიერ მყარად არის გადაწყვეტილი რაიმე ბრალი მოუძებნონ და საქმე ააგორონ თენგიზ გუნავას წინააღმდეგ.
დღესვე შეხვედრის დაწყებამდე უმცირესობის ლიდერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მიერ საქართველოში საოკუპაციო კანონის გაუქმების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ ახალი ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან ზომიერი ტონით საუბარი კარგია მხოლოდ საქართველოს ინტერესების დაცვით. „ოკუპაციის კანონის გაუქმებას პირველი მივცემ ხმას, მაშინ როდესაც ოკუპაცია დასრულდება და საქართველო გაერთიანდება",-აღნიშნა ბაქრაძემ.
მან ასევევ ყურადღება გაამახვილა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების არქივის განადგურებაზე და განაცხადა, რომ უნდა დაისაჯოს ამ მასალების შემქმნელი, მაგრამ არანაკლები დამნაშავე იქნება ის ვინც ამ კადრებს გამოიყენებს ან შეინახავს.
მასალის გამოყენების პირობები