PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/prokuratura-mza.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ზაზა გოროზიას წინააღმდეგ შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღიძრას (video)
20:54 / 06.06.2013
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ზაზა გოროზიას წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ზუგდიდის მკვიდრი გურამ თირქია ყოფილ გუბერნატორს მის საკუთრებაში არსებული მიწების უკანონოდ მითვისებაში სდებს ბრალს.
თირქიას ადვოკატი ირმა ჭკადუა მედიასთან საუბარში განმარტავს, რომ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა ანზორ კიკალიშვილმა საკუთარი ბიძის გურამ თირქიას სახელზე მის მიერ ანაკლიაში შეძენილი მიწის ფართობი გადააფორმა. საუბარია 5 ჰექტარ ზღვის პირა ფართობზე და 6 ჰექტარ სახნავ-სათეს მიწაზე.
ადვოკატი განმარტავს, რომ დაახლოებით 5-6 წლის წინ თირქიას სამგერლო-ზემო სვანეთის იმჟამინდელმა გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ ანზორ კიკალიშვილის ნომერი სთხოვა, რის შემდეგაც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენთან ზარი განახორციელა და მას გარკვეული ოდენობის თანხის გამოგზავნა მოსთხოვა, მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ კი კიკალიშვილს ბიძის, გურამ თირქიას დაკავებით და ანაკლიის მიწების ჩამორთმევით დაემუქრა.
„ბატონმა ზაზამ მუქარა შეასრულა, გურამ თირქია დააკავეს, მასთან ერთად დააკავეს თირქიას მიერ მიწების საკუთრებაში დამტკიცების პერიოდში ანაკლიის გამგებლის პოსტზე მომუშავე თემურ ეფენია-,“აცხადებს დაზარალებულის ადვოკატი.
ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ თირქიაზე ზეწოლასა და მუქარას საქმეზე მომუშავე გამომძიებელი, გია ბერიშვილიც ახორციელებდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით გურამ თირქიამ განცხადება როგორც საოლქო ასევე საქალაქო პროკურატურაშიც შეიტანა, თუმცა ხუთი თვის განმავლობაში საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღია.დღეს ცნობილი გახდა, რომ საქმის გამოძიება თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს.
გურამ თირქია და მისი ადვოკატი მიწების დაბრუნებას და გოროზიასა და გამომძიებელ ბერიშვილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები