Error
რუბრიკები
გლოვის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში სახელმწიფო დროშა დაუშვეს (video)
ჰელმანდის პროვინციაში  მომხდარი ტერორისტული თავდასხმის დროს 7 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოში სახელმწიდო დროშები დაუშვეს და გლოვა გამოაცხადეს. სახელმწიფო დროშა დაეშვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტსი სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთანაც. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა, თენგიზ გუნავამ აღნიშნა, რომ  დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა ყველა ქართველისთვის და სამძიმარი გამოთქვა დაღუპულთა ოჯახის წევრების მიმართ. "ძალიან სამწუხაროა რომ საქართველომ ამ მცირე დროში ამდენი ვაჟკაცი დაკარგა,-"აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარე, ლევან კონჯარიამ  და იმედი გამოთქვა რომ მსგავსი ფაქტი ქართულ ჯარში აღარ განმეორდება.
Print