Error
რუბრიკები
პროკურორ თოლორაიას თქმით გუნავა დაკითხვაზე ძირითადად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ნონა თოლორაია თენგიზ გუნავას დაკითვის საქმეზე საუბრობს. „ გუბრენატორი გუნავა საქოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 2008 წლის 8 თებერვალს დაწყებული გამოძიების ფაქტზე იყო დაბარებული. გამოძიება აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებული იყო სისხლის სამართლის 144 -ბ მუხლით, რომელიც წარმოადგენს წამებას სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და 9 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“-აღნიშნა თოლორაიამ საქმე რომელზეც გუბერნატორი 3 საათის განმავლობაში იკითხებოდა გალის რაიონის სასწრაფო დახმარების ექიმის გოჩა ეხვაიას წამების ფაქტს ეხება. „მცირე ინფორმაციას მოგცემთ: ამ კაცს კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენება უნდა მიეცა, რაზეც მან უარი განაცხადა და შედეგად ის ცემეს, აწამეს. ეს საქმე თაროზე იყო შემოდებული და როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება შემოვიდა ამ ადამიანისგან ახალი განცხადება, რომ გაგრძელებულიყო გამოძიება“-აცხადებს ნონა თოლორაია მისივე განმარტებით გუნავა დაკითხვის დროს ძირითადად პოლიტიკურ განცხდებებ ს აკეთებდა, რაც მისთვის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს არ ეხებოდა. მისი განცხდებები კი შენიშვნის სახით ჩაიწერა ოქმში. აღნიშნულ საკითხთნ დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. შეგახსენებთ, რომ თენგიზ გუნავას დაკითხვა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
Print