Error
რუბრიკები
დევნილები პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ (video)
იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის სამსახურებში შაბათ-კვირას დევნილებისთვის პირადობის მოწმობების გაცემა გრძელდება. 8-9 ივნისს დევნილებს კვლავ მიეცემათ საშუალება ისარგებლონ აქციით და ახალი პირადობის მოწმობები უფასოდ მიიღონ. აღნიშნული აქცია 25 მაისს დაიწყო და დღემდე სრულწლოვან დევნილებზე უფასოდ გაცემულია 15 904 პირადობის ახალი მოწმობა. სამი შაბათ-კვირის განმავლობაში, 23 ივნისის ჩათვლით, მთელ საქართველოში რეგისტრირებულ პირადობის ახალი მოწმობის არმქონე 100 000 – ზე მეტ სრულწლოვან დევნილს საშუალება ექნება ყოველგვარი დანახარჯის გარეშე მიიღოს ახალი, გაყალბებისაგან დაცული დოკუმენტი. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის უფასოდ მიღების შესაძლებლობა ექნებათ დევნილებს, რომლებსაც 18 წელი შეუსრულდათ და ჯერ კიდევ ძველი ტიპის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ფლობენ. აქციის მიმდინარეობსი პერიოდში იუსტიციის სახლები განსაკუთრებულ რეჟიმში 09:00 საათიდან იმუშავებენ. ფილიალები სრულ მზადყოფნაშია, როგორც საკადრო რესურსის, ასევე პროცედურული და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით. სამუშაო საათები კი, დევნილთა მოსალოდნელი ნაკადების გათვალისწინებით გადანაწილებულია დატვირთვის შესაბამისად. ზუგდიდის იუსტიციის სახლში 25 მაისიდან დღემდე საბუთები 2525 დევნილმა ჩააბარა,ამის შესახებ რადიო „ათინათთან“ საუბარში ზუგდიდის იუსტიციის სახლის ხელმღძვანელმა ლაშა ტყებუჩავამ განაცხადა. სერვისების განვითარების სააგენტო არაერთ ღონისძიებას ახორციელებს იმისთვის, რომ საარჩევნო სიები იყოს გაცილებით უფრო ზუსტი,ვიდრე აქამდე ყოფილა. არსებობს რიგი ხარვეზები მონაცემთა ბაზაში, რაზეც ხშირად საუბრობენ. ახალი პირადობის მოწმობები მნიშვნელოვნად განაპირობებს ბაზაში სწორი, გაუყალბებელი მონაცემების ასახვას.
Print