Error
რუბრიკები
ხილის პიცა
ინგრედიენტები:
  • ½ ჭიქა დარბილებული ქარაქი
  • ¾ ჭიქა შაქარი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 1¼ ჭიქა ფქვილი
  • ½ ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • ½ ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
  • ¼ ჩაის კოვზი მარილი
  • 225 გრამი ნაღების ყველი
  • ½ ჭიქა შაქარი
  • 2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • სასურველი ხილი მოსართავად
მომზადების წესი: გააცხელეთ ღუმელი 175°-მდე(350F); დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ კარაქი და ¾ ჭიქა შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩაუმატეთ კვერცხი. ერთმანეთს ცალკე შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა და მარილი. შემდეგ ჩაუმატეთ კრემისებურ მასას და კარგად მოურიეთ; მიღებული ცომი თანაბრად გაანაწილეთ პიცის საცხობი ფორმის უცხიმო ზედაპირზე, შედგით გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 8-10 წუთი, სანამ ყავისფერ შეფერილობას არ მიიღებს. გამოცხობის შემდეგ გააცივეთ. დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ნაღების ყველი, ½ ჭიქა შაქარი და ვანილი ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ თანაბრად გაანაწილეთ გამომცხვარ და გაცივებულ ცომზე, მორთეთ თქვენთვის სასურველი ხილით და კარგად გააცივეთ სუფრასთან მიტანამდე.
Print