PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/edisheri.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ედიშერ თოლორაია: ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს პირვანდელი იერსახე დაუბრუნდება (video)
22:26 / 10.06.2013
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მის მოვლა- პატრონობაში გადასული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დასუფთავებისა და აღდგენის სამუშაოები შესაბამის სამსახურებთან ერთად დაიწყო.
ბაღში მიმდინარე სამუშაოები დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ დაათვალიერა. მისი განცხადებით, ბაღის გაწმენდა არასამეწარმეო იურიდიულ პირს, კეთილმოწყობის ცენტრს დაევალა.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლი აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ადგილზე დაზიანებულ და წაქცეულ ხეებს შეიწავლის და ბაღისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებაზე იზრუნებს. საჭირო სამუშაოები ბაღში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ჩატარდება.
„ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი უკვე 20 წელია მოუვლელია. ხეები წაქცეული და და ბაღი დანაგვიანებულია. მოგეხსენებათ, რომ ბაღი მუნიციპალიტეტს გადმოეცა. დავიწყეთ მისი მოვლა-პატრონობა. ამაში ჩართულია კეთილმოწყობის სამსახური, გავალამაზებთ და პირვანდელ იერსახეს დავუბრუნებთ," - განაცხადა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა.
კეთილმოწყობის ცენტრმა ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე სამი დღეა დაიწყო, ამ დროსითვის ტბის ტერიტორია იწმინდება.კეთილმოწყობის ცენტრის მთავარი სპეციალისტის ანზორ ჩახაიას განცხადებით,ტბის გასუფთავების შემდეგ არხები გაიწმინდება.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ეკონომიკის სამინისტრომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მოვლა პატრონობაში 2011 წლის ნოემბერში გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები