Error
რუბრიკები
სოფელ რიყიდან წყლის მილების ამოღების ფაქტზე „სამეგრელოს ხმის“ ოფისში შეხვედრა გაიმართა (video)
არასამათვარობო ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმის“ ოფისში დღეს ორაგანიზაციის წევრებმა სოფელ რიყის მოსახლეობასთან, რომლებიც სასმელი წყლის მიწოდების აღდგენას ითხოვენ, შეხვედრა გამართეს. ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფაქტზე აძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება ჭიანურდება. „ეს ადამიანები შეეწირნენ ვიღაცის ინტერესებს. როგორც სოფლის მოსახლეობასთან საუბრებიდან ირკვევა, წყლის მილების ამოღებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ წარმომადგენელი, ლალი ანთია ხელმძრვანელობდა. ჩვენ არ გვქონდა მორალური უფლება ამაზე ხმა არ ამოგვეღო“, - განაცხადა შეხვედრაზე „სამეგრელოს ხმის“ წევრმა ციცინო შენგელიამ. ორგანიზაციის წევრებმა უმექმედობაში, ასევე დაადანაშაულეს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმრვანელი პირები. ისინი აცხადებენ, რომ „კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლალი ანთია მართავს ზუგდიდს“. „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ფაქტს (წყლის მილების ამოღება. ავტ.) „ეკონომიკურ დივერსიად“ აფასებს, ხოლო ლალი ანთიას “თაღლითს“ უწოდებს. მისივე განცხადებით, დანაშაული სწრაფად უნდა იქნეს გამოძიებული. სოფელ რიყის მოსახლეობა საქმის გამოძიებით უკმაყოფილოები არიან და აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოები დროულად იყვნენ ინფორმირებულები. სოფელის მოსახლეობა, ასევე ამბობს, რომ თუ ფაქტი დროულად არ იქნება გამოძიებული და სამართლიანობა არ აღდგება, ქუთაისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს გამართავენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალების მშვიდობისთვის“ ლიდერი ლალი ანთია, „სამეგრელოს ხმის“ და სოფელ რიყის მოსახლეობის ბრალდებებს უარყოფ და აცხადებს, რომ წყლის მილების ამოღებასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს. „მილების ამოღების დროს მე საერთოდ არ ვიყავი აქ. ჯგუშიამ თაღლითი მე როგორ მიწოდა?! თენგიზ ჯგუშია თაღლითობის მუხლისთვის არის გაჩენილი. მან „შეჭამა“ პენსიონერების ფული და გაყინული ხელფასები“, - აცხადებს ლალი ანთია. მისივე თქმით, მან საკითხი შეისწავლა და გაარკვია, რომ მილების გაყიდვით მირებული თანხა, წინა ხელისუფლების დროს, ეკლესიას მოხმარდა, თუმცა მას ამ საკითხზე, ჯერ კონკრეტულად საუბარი არ სურს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სოფელ რიყისთვის წყლის მიწოდების საკითხი „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ გადაეცა, ხოლო მათთვის უცნობია ვის მიერ და რა ვითარებაში მოხდა წყლის მილების ამოღება. ცნობისთვის, სოფელ რიყიდან 2,5 კმ/მ წყლის მილების ამოღება საპარალმენტო არჩევნებიდან ერთ თვეში მოხდა. აღნიშნულ ფაქტზე, ზუგდიდის რაიონული პროკურატურა სისხლის სამართლის საქმეს 360-ე მუხლით იძიებს.
Print