PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/gamge-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ზუგდიდს ქალაქ კრასნოარმეისკის 4 კაციანი დელეგაცია სტუმრობს (video)
18:07 / 17.06.2013
ზუგდიდს უკრაინის ქალაქ კრასნოარმეისკის დელეგაცია სტუმრობს. 4 კაციანი დელეგაცია, ზუგდიდის მეგობარი ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, საფინანსო განყოფილების უფროსისა და ქალაქის მერის შემადგენლობით უკვე მესამე დღეა მუნიციპალიტეტს სტუმრობს. სტუმრები სხვადასხვა ადგილებს და ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ.
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებაში უკრაინელ სტუმრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დელეგაციის წევრები ზუგდიდის გამგეობის მუშაობას და ქალაქის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობას გაეცნენ. მათ ქალაქის რებილიტაციისთვის განხორცილებული და მომავალში გასახორციელებელი პროექტებიც მიმოიხილეს. ისაუბრეს ასევე ქალაქების მსგავსებასა და განსხვავებაზე.
კრასნოარმეისკის მერმა გალინა გავრეჩენკომ აღნიშნა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრის მიზანი თანამეგობრობის ხელშეკრულების გაფორმება იყო. თანამშრომლობისთვის შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად კი ქალაქის უკეთ გაცნობაა საჭირო.
იგივე მიზნით ზუგდიდან წარდგენილი დელეგაცია ქალაქ კრასნოარმეისკსს რამოდენიმე დღის წინ სტუმრობდა, განმარტა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ქვარაიამ და დასძინა, რომ მომავალში აღნიშნულ ქალაქთან სხვადსხვა სოციალურ და ეკონომიკურ პროექტებში თანამშრომლობას უნდა ველოდეთ.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებისთვის სხვადსხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, სტუმრები ზუგდიდს 22 ივნისს დატოვებენ.
მასალის გამოყენების პირობები