Error
რუბრიკები
ოკუპანტებმა ორსანტიაში დაკავებული თენგიზ ყურუას გათავისუფლების სანაცვლოდ 1500 ლარი მოითხოვეს (video)
რუსი სამხედროების მიერ 16 ივნისს, სოფელ ორსანტიაში დაკავებული ადგილოობრივი მოსახლე, თენგიზ ყურუა ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. თენგიზ ყურუას მეუღლის ლუიზა ფარცვანიას განცხადებით ოკუპანტებმა დაკავებულის გათავისუფლების სანაცვლოდ 1500 ლარი მოითხოვეს. იმის გამო, რომ დაკავებულის ოჯახს გამოსასყიდი თანხის გადახდის საშუალება არ ჰქონდა თანხა მეზობლებმა და ოჯახის ნათესავებმა შეგროვეს და გამტაცებლებს გუშინ გაუგზავნეს, თუმცა დაკავებული ოჯახში ჯერ არ დაბრუნებული. ზუსტად როდის მოხდება თენგიზ ყურუას გათავისუფლება ამის შესახებ მეუღლე ინფორმაციას არ ფლობს. მეზობლები აცხადებენ, რომ დაკავებულის დაბრუნებას დღეს ელოდნენ: "იყო საბუთების პრობლემაც, ფულიც შევაგროვეთ და ველოდებით ხვალინდელ დღეს,-"აცხადებს დაკავებულის მეზობელი თამილა კიკავა.
Print