Error
რუბრიკები
ზუგდიდის გამგეობამ 124 ათას ლარად შეძენილი „ლენდ კრუიზერი“ ამჯერად შსს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტს გადასცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული ძვირადღირებული „ტოიოტა ლენდ კრუიზერი LC 200”  შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტს გადაეცა. აღნიშნული, გამგეობამ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დააყენა, რომელიც საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა. შეგახსენებთ, „ტოიოტა ლენდ კრუიზერი LC 200”   ზუგდიდის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 124 ათას ლარად ,  შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის რომან შამათავას მოთხოვნით შეიძინა.
Print