Error
რუბრიკები
თევზი ვაშლით და ბოსტნეულით
ინგრედიენტები:
  • თევზი ნოტოტენია 2 ცალი
  • კარტოფილი 1
  • ვაშლი 1
  • სტაფილო 1/2
  • კამა და ოხრახუში 1/2 კონა
  • ლიმონის წვენი 1 ს.კ
  • ზეითუნის ზეთი 2 ს.კ
  • შავი ზეთისხილი, უკურკო 4 ცალი
  • მარილი და პილპილი
კარტოფილი და ვაშლი პატარა კუბებად დავჭრათ. თევზი გავასუფთავოთ და თავი მოვაჭრათ. სტაფილო, მწვანილი და ზეთისხილი წვრილად დავჭრათ. დავასხათ ლიმონის წვენი და 2 ს.კ. ზეთი, დავუმატოთ მარილი, დაჭრილი ბოსტნეული და მწვანილი. ამ ნარევით გამოვტენოთ თევზები. დარჩენილი სოუსი ავურიოთ კარტოფილსა და ვაშლს. თევზები ბოსტნეულთან ერთად მოვათავსოთ შესაწვავ ცელოფანში და 15-20 წუთით. თუ სპეციალური ცელოფანი არა გვაქვს, თევზი გავახვიოთ ცხიმწასმულ ფოლგაში და ისე შევწვათ.
Print